ბავშვზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით სამეგრელოში კაცი დააკავეს

პუბლიკა

ბავშვზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით სამეგრელოში კაცი დააკავეს.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მომდინარეობს, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული 12 წლის ბიჭია. შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა.