ბაზისური ხელფასის 50 % – გაბუნიამ ექიმებისთვის დანამატის გაცემის წესზე ისაუბრა

პუბლიკა

ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის ზრდაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მთავრობის დადგენილებაში , რომელიც კოვიდპროგრამის ფარგლებში ანაზღაურების წესს განსზღვრავს, ნოემბრის ბოლოს შევიდა ცვლილებები. ეს ითვალისწინებს დანამატებს კოვიდის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის.

„აქ საქმე შეეხება რეანიმატოლოგებს, ექიმებს, ექთნებს და სხვა დამხმარე პერსონალს. დეტალურად არის განსაზღვრული, რას ნიშნავს ეს დანამატი. დანამატი განასიზღვრა ბაზისური ხელფასის 50%-ის ოდენობით. ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, რომ განგვესაზღვრა, რამდენი იქნებოდა 50%. პირობითად, მცირე ვარიაციებით არის ეს განსაზღვრული. კოვიდის მართვაში ჩართულმა კლინიკებმა ეს იციან და ხელშეკრულებებშიც აისახა ეს ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ პერსონალს, რომელიც ასეთი დატვირთვით მუშაობს, ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება“.