BBC: ბაიდენი დათანხმდა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემას

პუბლიკა

BBC აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო სახმელეთო ნაღმების გადაცემას დათანხმდა.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ ასეთ ნაღმებს მალე მიაწვდიან კიევს და ვაშინგტონი ელოდება, რომ მათ გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინა ასევე ვალდებულია, არ გამოიყენოს ნაღმები მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დროებით დახურავს საელჩოს კიევში, ვინაიდან მათ „მიიღეს კონკრეტული ინფორმაცია  20 ნოემბერს პოტენციური მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ“ და საელჩოს თანამშრომლებს უსაფრთხო ადგილებში ყოფნის ინსტრუქცია მისცეს.

აშშ-ის საელჩომ რეკომენდაცია გასცა უკრაინაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომ სწრაფად გადავიდნენ თავშესაფარში იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება.