BBC Travel-მა ინსტაგრამის გვერდზე გერგეთის სამების ფოტო გააზიარა. ფოტოს თანდართული აქვს კომენტარი, რომელშიც მონასტერი საბჭოთა ეპოქაში აშენებულ ძეგლად არის მოხსენიებული.
„მისი სილამაზე მის დროგამძლე სიმარტივეშია. მონასტერს ვიზიტორები თითქოს საბჭოთა ეპოქაში გადაჰყავს, როდესაც ძეგლი აშენდა”, – წერია BBC Travel-ის პოსტში.
გერგეთის სამების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მე-14 საუკუნის წყაროებში გვხვდება. სავარაუდოდ მონასტერი მე-14 საუკუნის 30-იან წლებშია აგებული.