ბეა გაზდელიანი: განყოფილებაში მეუბნებოდნენ, შენზე ვიცით, სტრიპტიზს რომ ცეკვავ ჩახდილიო

პუბლიკა

ბეატრის გაზდელიანი, რომელიც ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყოფა მიაყენეს.

გაზდელიანი 7 დეკემბერს დააკავეს. მას დღეს ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი აქვს. სხდომის დაწყებამდე ქალმა ჟურნალისტებთან თქვა:

„თავიდან დააკავეს ჩემი მეგობარი გიორგი ბრეგვაძე, რომელიც არაფერს არ აკეთებდა, უბრალოდ იდგა თავისთვის და როცა დავინახე, როგორ დააკავეს და გაათრიეს, რა თქმა უნდა, ასე არ დავტოვებდი მე ამას, დავრჩი და დავდექი იქ, სადაც ვიდექი. შემათრიეს რაღაც „მარშრუტკაში”, სადაც სიბნელე იყო და შემეშინდა მანდ ყოფნა და ვთხოვე, რომ გამოვეყვანე.

მერე ჩამსვეს საპატრულო მანქანაში. გადამიყვანეს განყოფილებაში, მოხდა ძალიან არასასაიამოვნო ფაქტი, ვიდეოს მიღებდნენ შსს-ს თანამშრომლები, ნიღბები ეკეთათ, ვიცით შენზე, რომ სტრიპტიზს ცეკვავ ჩახდილი და გახდილიო.

არ ვიცი, მაგას რატომ მეუბნებოდნენ, არ ვიცოდი, რა მექნა. ძალიან საშინელება იყო. სავარაუდოდ, ჩემი წყობიდან  გამოყვანაც უნდოდათ ან შანტაჟიც. წინააღმდეგობას და დაუმორჩილებლობას მედავებიან, მაგრამ ასეთი არაფერი გამიკეთებია. არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მომხდარა ჩემი მხრიდან”. – თქვა ბეატრის გაზდელიანმა.