ბეჭი არ ამოიგდოთ ბატონო ალეკო - თეა წულუკიანი

პუბლიკა

„ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!”

ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წუილუკიანი, ალეკო ელისაშვილის კრიტიკას.

„ხშირად მაქვს განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ამ კედლებს მიღმა რეალობას ვერ აღიქვამს. კორონავირუსმა კიდევ უფრო გააღატაკა, ევროპაში ისედაც ყველაზე ღატაკი ჩვენი ქვეყანა და ახლა წულუკიანისთვის, ამ შერცხვენილი მინისტრისთვის, სამართლიანობის დამსამარებლისთვის კიდევ ცალკე სამინისტროს შექმნა იქნებოდა? კიდევ ცალკე კომიტეტი უნდა შევქმნათ და კიდევ ცალკე ხარჯები გავწიოთ?“ – განაცხადა ელისაშვილმა დღეს.