„პატრიოტთა ალიანსის” წევრი ბეჟან გუნავა დააკავეს. მისი დაკავების კადრებს ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს.
საქმეზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.