ბეჟან გუნავას პარტიამ სიის ათეული და იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ქართულმა არჩევანმა“ პარტიული სიის ათეული და იმერეთის რეგიონში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის დამფუძნებელია ბეჟან გუნავა. მან პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ 2020 წლის ივნისში დატოვა და „ქართული არჩევანი“ დააფუძნა.

პარტიის სიის ათეულის პირველი ნომერი ბეჟან გუნავაა, შემდეგ რიგითობით მოდის თემურ გოგსაძე, მადონა შაინიძე, გიორგი ჯავახიშვილი, გიორგი ზურაბიანი, ქეთევან ბუთურიშვილი, გიორგი შავრეშიანი, როინ გელაშვილი, მელანო შავგულიძე, ბადრი შაინიძე. 

რაც შეეხება მაჯორიტარობის კანდიდატებს, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის გაერთიანებულ ოლქში როინ გელაშვილია.

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში პარტიამ თემურ გოგსაძე წარადგინა. სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში – იოსებ (კახა) ჩიხლაძე, ხოლო ქუთაისში – მელანო შავგულიძე.