ქუჩის მხატვარი GAGOSH 17 მაისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავისი ახალი სტენსილის ფოტოებს აქვეყნებს. „ბედნიერი ოჯახის სიწმინდის დღე ქართველებს”, – თანდართული წარწერა აქვს ფოტოს, რომელზეც გამოსახულია, როგორ ხერხავს ცისარტყელას სავარაუდოდ, მამა და მისი ორი შვილი. პროცესს დედა და ჩვილიც ესწრებიან. მოგეხსენებათ, ცისარტყელა ლგბტქი+ თემის დროშაზეა გამოსახული.
https://www.facebook.com/gagosha.art/posts/1679716085526835?__xts__[0]=68.ARBHaMiPC87Zd-OZv0d6cyW6xoK6dV_kgHop1n9yK-3GAFcig8wVooZSNPPffmy_b06EnhtCTdWjjTHwhLQl1w7atgu5YrOzTw4wZqY1Iib5d951I9ywvxPHZQDITtBx3lO0RW99Ipx327Qg59Nj5Av58TICwQP3WffW01DL9B0KuM0AgtORGY79b-pH5r82L4MYdTHdQAW8vzDdNf93hAFYLI_hqaYLWjaoUqeEc1lTAfdbQNWSwfDPsyHP_qeusWuVtkh9cJ0P6FvlmFQS3Jh1kOQloNGNj5nU8auQShIFrlVkj_Ap_Pv-tdc_j6X3JyQZ0SINhTpXlGQ9SxCJHEo-WaKWzqob3qwi29jbQcojaKoFrkBhz3vKqzEumW0FsreQSdJ6SxyhL9CtHK46namRFE6oVUcsftmKYTDBiPYgNhQ&__tn__=-R
საქართველოში 17 მაისს ერთდროულად აღინიშნება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ასევე, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე. ოჯახის სიწმინდის დღედ ეს თარიღი 2013 წლის 17 მაისიდან ზუსტად ერთი წლის თავზე გამოცხადდა. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 130 ქვეყანა 2004 წლიდან აღნიშნავს.
ამ დღის აღნიშვნას ლგბტქი+ თემი ონლაინაქციის მეშვეობით გეგმავს. ლგბტქი თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ქვიარ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
17 მაისს სასულიერო პირები ავტოკოლონით შემოივლიან თბილისის ქუჩებს – საპატრიარქო