ბედნიერი ვარ, ამდენი აღელვებული ახალგაზრდა გოგოს გარემოცვაში | ბაქრაძის სექსისტური ფრაზა ჟურნალისტებს

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან სექსისტური ფრაზა გამოიყენა და განაცხადა, რომ ბედნიერია „ამდენი აღელვებული ახალგაზრდა გოგოების გარემოცვაში“ რომ არის. შეხვედრის შესახებ ჟურნალისტები დავით ბაქრაძეს კითხვებს უსვამდნენ.

„დამშვიდდით, დამშვიდდით, გეხვეწებით. ვარ სრულიად ბედნიერი, რომ ამდენი აღელვებული ახალგაზრდა გოგოს გარემოცვაში ვარ, მაგრამ დამშვიდდით გეხვეწებით, ყველას გიპასუხებთ”, – უთხრა დავით ბაქარაძემ ჟურნალისტებს.

ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.