ბელარუსში აქციები გრძელდება. მინსკში სპეცრაზმია მობილიზებული - BBC

პუბლიკა

BBC-ის ინფორმაციით, დღეს, პრეზიდენტი ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბოლოს გამართულ ერთ-ერთი მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ, ბელორუსის დედაქალაქში სპეცრაზმი განლაგდა.

გამოცემის ცნობით, მათ ალყაში მოაქციეს მინსკის დამოუკიდებლობის მოედანი, რათა ხელი შეეშალათ საპროტესტო ტალღისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც უერთდებოდნენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას. აქციაზე რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს.

9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ბელორუსში საპროტესტო აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. აქციის მონაწილეების თქმით, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გააყალბა არჩევნების შედეგები.

BBC-ის ინფორმაციით, შაბათს ხელისუფლებამ აკრედიტაცია 17 ჟურნალისტს შეუჩერა, რომელთა უმეტესობაც ბელორუსის მოქალაქეა და ისინი საერთაშორისო მედიასაშუალებებში აშუქებდნენ არჩევნების შემდგომ გამართულ საპროტესტო აქციებს.

ასევე, ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინმა ლუკაშენკოს დაბადების დღე მიულოცა და ისინი მოსკოვში შეხვედრაზეც შეთახნმდნენ.