ბელორუსული მედიის ცნობით, მინსკში სპეცრაზზმა 20-მდე ჟურნალისტი დააკავა.
ადგილობრივი მედიის Belsat-ის ცნობით დაკავებულები არიან Belsat-ის, TUT. BY-ის, Reuters-ის, რადიო თავისუფლების, Associated Press-ის და Tass.ru-ს ჟურნალისტები.
როგორც BBC-ის რუსული ბიურო გამოცემა Tass-ზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი დამოუკიდებლობის მოედანზე.
მათივე ინფორმაციით, ლითონის ბარიერებით არის ჩახერგილი მიწისქვეშა გადასასვლელები.