ბელგიის პოლიცია ადასტურებს, რომ ლიზა ქისტაური დაიღუპა

პუბლიკა

ბელგიის პოლიცია ადასტურებს, რომ ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური დაიღუპა. ამის შესახებ „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ბელგიის პოლიციამ ლიზა ქისტაურის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს მიაწოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ლიზა ქისტაურის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება, მაგრამ ამ დრომდე ოფიციალური უწყებები ფაქტს არ ადასტურებდნენ. ის ბელგიაში, ანტვერპენში ცხოვრობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მისი სიკვდილის შესახებ ინფორმირებულია ლიზა ქისტაურის ოჯახიც და ხელისუფლება მათთან მუდმივ კონტაქტზეა.