ბელგიის საგარეო: ძლიერ ვწუხვართ კანონის მიღების გამო

პუბლიკა

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბელგია ძლიერ წუხს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი ვალდებულება ევროკავშირის მიმართ.

„ბელგია ძლიერ წუხს საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების გამო, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპულ ღირებულებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ამ ზომას და შეინარჩუნოს თავისი ვალდებულება ევროკავშირის მიმართ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ.

ქართველები ევროპული მომავლისკენ ისწრაფვიან. მათი ხმა უნდა ისმოდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.