Bellingcat-ის გუნდი კასეტური ბომბების გამოყენების დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს

პუბლიკა

საერთაშორისო საგამოძიებო მედიაგამოცემა Bellingcat-მა უკრაინაში რუსული არმიის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტებს მიაკვლია, მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებზე.

კასეტური საბრძოლო მასალის დანიშნულებაა, რომ სამიზნის თავზე გაიშალოს და მომცრო აფეთქებებით დიდი არეალი მოიცვას, მეტი მსხვერპლის გამოსაწვევად. კასეტური შეიარაღება განსაკუთრებით სახიფათოა სამოქალაქო ადგილებზე თავდასხმისას.

Bellingcat-ის ჟურნალისტებმა კი სხვა მკვლევრებთან ერთად, შეისწავლეს ინტერნეტში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა და დაადგინეს კასეტური შეიარაღების გამოყენების ადგილები.

უფრო კონკრეტულად, კასეტური ბომბები გამოიყენეს 25 თებერვალს ხარკოვში და იმავე დღეს ახტირკაში, სადაც საბავშვო ბაღი დაბომბეს.

გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა ფოტომასალის შესწავლისას ასევე დაადგინა გამოყენებული რაკეტების ტრაექტორია, რომელიც მოდიოდა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, სადაც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსული არტილერია დგას. დასახლებული ადგილები კასეტური ქობინებით, სავარაუდოდ, BM-27 „ურაგანიდან“ და BM-30 „სმერჩიდან“ დაბომბეს