საგამოძიებო ვებგვერდი Bellingcat წერს, რომ დელეგაციის 3 წევრი, რომელიც 3 მარტს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებს ესწრებოდა, აღენიშნებოდათ სიმპტომები, რომელიც ქიმიური იარაღით მოწამვლას ახასიათებს. ერთ-ერთი მათგანი რომან აბრამოვიჩი იყო. ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯოურნალიც“ ავრცელებს.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი საწყის ეტაპზე მონაწილეობდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ორგანიზებაში.
„ბელინგქეთის“ ცნობით, 3 მარტს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ სამ პირს დაეწყოთ სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის, თვალის და კანის გაღიზიანება.
გამოცემა წერს, რომ ქიმიური იარაღის სპეციალისტის თქმით, სიმპტომები ძალიან ჰგავს ქიმიურ მოწამვლას, ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით. კიდევ ერთი ვერსიით, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, გამოყენებული იქნა მიკროტალღური დასხივება.
უკრაინის დელეგაციის წევრის, უკრაინის სახალხო დეპუტატის, რუსტემ უმეროვის მოწამვლის შესახებ წერდა დღეს გამოცემა „სააგენტოს“ რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები.
რუსტემ უმეროვმა ცნობა სოციალურ ქსელში უარყო და ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომის ნაწილად მოიაზრა.
I’m fine. This is my response to all the yellow news spreading around.
Please do not trust any unverified information. We have an informational war ongoing as well.
Stay safe. Slava Ukraini! ??
— Rustem Umerov (@rustem_umerov) March 28, 2022