ბელოგოროვსკაიას სკოლაში რუსებმა, სავარაუდოდ, 60-მდე ადამიანი მოკლეს - ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

პუბლიკა

უკრაინის სოფელ ბელოგოროვკაში, რუსმა სამხედროებმა სკოლა დაბომბეს, რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს.

ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის მიერ ბოლოს გავრცელებული ცნობებით, 30 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ნანგრევების ქვეშ კი 60 ადამიანია მოყოლილი.

„ბელოგოროვსკაიას სკოლში რუსებმა 60-მდე ადამიანი მოკლეს“, – წერის ის ტელეგრამის არხზე.

მისი თქმით, აფეთქების შედეგად დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა ნანგრევების გაწმენდის შემდეგ გაირკვევა.

„რუსული სამყარო“ სიტყვა „სიკვდილის“ სინონიმია. ორკებმა საჰაერო ბომბი ესროლეს სოფლის სკოლას, რომელშიც დაახლოებით 90 ადამიანი იყო. შედეგად სკოლა ჩამოინგრა და ცეცხლი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ხანძარს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ. 30-მდე ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს, მათგან შვიდი დაშავდა. ორი გარდაცვლილი იპოვეს“, – წერს ჰაიდაი.