ვაგზლის მოედანზე, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთხება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. აფეთქებას მოჰყვა ცეცხლის გავრცელება მიმდებარე ტერიტორიაზე.
როგორც პოლიციის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან ამბობს, ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო მანქანა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
როგორც თვითმხილველები ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ამბობენ, ბენზინგასამართ სადგურს ადრეც ჰქონია პრობლემები, იდგა ხშირად საწვავის სუნი.
როგორც ცნობილია, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის არიან როგორც ბენზინგასამართ სადგურის თანამშრომლები, ასევე გამვლელები.