ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის უკან მიმდინარე აქციიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. დაკავებულია თუ არა გრიგორიადისი დეტალებს „პუბლიკა” შსს-სთან აზუსტებს. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.
განახლება: „პუბლიკის” ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისის მამა და ბიძა დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პარლამენტის უკან ბექა გრიგორიადისი იმყოფებოდა ე.წ „კარვების კანონის” საწინააღდმეგო აქციაზე. დაკავებამდე გრიგორიადისს ეკავა ბანერი წარწერით: „ირაკლი, ორიენტაციაარეული *ლე”.