“ბექას სკოლა” Cambridge-ის საგანმანათლებლო პარტნიორი გახდა!

ფასიანი განთავსება

„ბექას სკოლა“ უკვე თითქმის 10 წელია, რაც თბილისში ინგლისური ენის შესწავლის მსურველთა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია. სკოლა გამოირჩევა მეგობრული, არაფორმალური და ამავდროულად პროფესიონალური გარემოთი, სადაც ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი პედაგოგები ეხმარებიან სტუდენტებს ენობრივი ბარიერის დაძლევასა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში. 

სკოლის მთავარი ფილოსოფია ყოველთვის იყო სწავლების ხარისხი და კომფორტული ატმოსფერო, ახლა კი, ამ მრავალწლიან გამოცდილებას კემბრიჯის აკადემიური სიძლიერეც ემატება. სასწავლო ცენტრმა წარმატებით გაიარა აკრედიტაციის რთული პროცესი და ოფიციალურად გახდა Cambridge English Educational Partner. ეს სტატუსი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ “ბექას სკოლი” სწავლების ხარისხი, სასწავლო მასალები, მეთოდოლოგია და გარემო სრულად შეესაბამება მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო ინსტიტუციის – კემბრიჯის სტანდარტებს.

რატომ Cambridge? 

ინგლისური ენის სწავლების სამყაროში Cambridge University Press & Assessment უდავო ლიდერია, რომელიც ქმნის განათლების ოქროს სტანდარტს და განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ენის სწავლების უმაღლესი დონე. კემბრიჯის უნივერსიტეტის ეს დეპარტამენტი 1534 წელს დაარსდა და მას შემდეგ ნდობასა და აკადემიურ სიზუსტესთან ასოცირდება. 

კემბრიჯის ლოგო არ არის უბრალო სიმბოლო – ეს არის საერთაშორისო ხარისხის ნიშანი, რომელსაც ენდობიან მშობლები, სტუდენტები და დამსაქმებლები მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, “ბექას სკოლისთვის” სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო სასწავლო პროცესის ამ გლობალური ლიდერის ქოლგის ქვეშ გაერთიანება.

რას ნიშნავს კემბრიჯის საგანმანათლებლო პარტნიორობა?

კემბრიჯის საგანმანათლებლო პარტნიორის სტატუსის მოპოვება ნიშნავს იმ რჩეული სასწავლო დაწესებულებების გლობალურ ქსელში გაწევრიანებას, რომლებისთვისაც ინგლისური ენის სწავლება უმაღლეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. ამ პარტნიორობით “ბექას სკოლა” იღებს პირდაპირ წვდომას კემბრიჯის უნიკალურ სასწავლო რესურსებზე, უახლეს კვლევებსა და თანამედროვე მეთოდოლოგიაზე.

პარტნიორობის ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რაც უშუალოდ სტუდენტების სასწავლო პროცესზე აისახება:

  • ხარისხის გარანტია: ეს პარტნიორობა და სკოლისთვის მინიჭებული ოფიციალური სტატუსი არის დასტური, რომ “ბექას სკოლის” სასწავლო პროგრამა, გარემო და მიდგომები სრულ ჰარმონიაშია იმ მაღალ სტანდარტებთან, რასაც კემბრიჯის უნივერსიტეტი მთელ მსოფლიოში აწესებს. 
  • კვალიფიციური პედაგოგები: სკოლის მასწავლებლებს წვდომა აქვთ კემბრიჯის ექსკლუზიურ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების რესურსებზე. ეს ნიშნავს, რომ სწავლება “ბექას სკოლაში” მიმდინარეობს უახლესი მეთოდოლოგიის გამოყენებით.
  • თანამედროვე სასწავლო რესურსები: სტუდენტები ისარგებლებენ მსოფლიოში საუკეთესო სახელმძღვანელოებითა და ინოვაციური ციფრული რესურსებით, რაც სწავლას მოსაწყენი ვალდებულებიდან საინტერესო თავგადასავლად აქცევს.
  • სწორი ორიენტირი: სკოლა იყენებს ცოდნის შეფასების საერთო ევროპულ სისტემას (CEFR), რაც საშუალებას იძლევა, ზუსტად დადგინდეს მოსწავლის მიმდინარე დონე და დაისახოს განვითარების სწორი, თანმიმდევრული და ლოგიკური გზა.

Cambridge One – სწავლების თანამედროვე პლატფორმა

“ბექას სკოლა” მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციებზე, ამიტომ სასწავლო პროცესში სრულად ინტეგრირებულია Cambridge One. ეს არის თანამედროვე ციფრული სასწავლო პლატფორმა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს სტუდენტებს ინგლისური ენის სწავლაში, მასწავლებლებს კი – სწავლების პროცესის მართვაში.

რატომ არის Cambridge One განსაკუთრებული?

  • ყველაფერი ერთ სივრცეში: ეს არის ერთიანი სასწავლო ჰაბი, სადაც ინტეგრირებულია კემბრიჯის ყველა სასწავლო რესურსი. სტუდენტებს აქვთ წვდომა სახელმძღვანელოზე, ციფრულ რესურსებზე, აუდიო და ვიდეო მასალებსა და სავარჯიშოებზე ნებისმიერი მოწყობილობიდან.
  • ინტერაქტიული დავალებები: სტანდარტული სავარჯიშოების ნაცვლად, პლატფორმა გვთავაზობს ინტერაქტიულ დავალებებსა და ვიდეო ქვიზებს, რაც მეცადინეობას უფრო დინამიკურს და სახალისოს ხდის.
  • პერსონალიზებული სწავლება: პლატფორმა იყენებს ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემთა ანალიზის უახლეს მეთოდებს, რათა სწავლის პროცესი თითოეულ სტუდენტზე მოარგოს. სისტემა აანალიზებს მოსწავლის შედეგებს და ავტომატურად სთავაზობს დამატებით პრაქტიკას იმ საკითხებზე, რაც მას ყველაზე მეტად უჭირს. პლატფორმა უზრუნველყოფს მომენტალურ უკუკავშირს – მოსწავლე დავალების დასრულებისთანავე იღებს შეფასებას და ხედავს საკუთარ შეცდომებს, რაც მასალის სწრაფად და ხარისხიანად ათვისებას უწყობს ხელს.
  • პროგრესის მონიტორინგი: პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებელს და სტუდენტს (და მშობელსაც), რეალურ დროში ადევნონ თვალი შედეგებს და დროულად იმუშაონ სუსტი მხარეების გამოსწორებაზე.

მალე: კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები!

კემბრიჯთან პარტნიორობის ფარგლებში “ბექას სკოლა” მალე შემოგთავაზებთ სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს კემბრიჯის ოფიციალური გამოცდებისთვის (როგორიცაა B2 First, C1 Advanced და ა.შ.).

რატომ უნდა ჩააბაროთ კემბრიჯის გამოცდა?

კემბრიჯის სერტიფიკატები აღიარებულია 25,000-ზე მეტი ორგანიზაციის, უნივერსიტეტისა და დამსაქმებლის მიერ მთელ მსოფლიოში. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ფლობთ რეალურ, პრაქტიკულ უნარებს და შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე პროფესიული კომუნიკაცია. სხვა პოპულარული ტესტებისგან (IELTS, TOEFL) განსხვავებით, რომელთა მოქმედების ვადა 2 წელია, კემბრიჯის სერტიფიკატი უვადოა. ეს არის ყველაზე გონივრული, ერთჯერადი ინვესტიცია, რომელიც შეგიძლიათ საკუთარ განათლებასა და მომავალში ჩადოთ, შედეგს კი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებთ.

კემბრიჯის საგანმანათლებლო პარტნიორის სტატუსი „ბექას სკოლისთვის“ არა მხოლოდ აღიარება, არამედ ახალი გამოწვევაცაა – შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გაზარდოს სწავლების ხარისხი. თანამედროვე ტექნოლოგიების, AI-ზე დაფუძნებული პლატფორმებისა და კვალიფიციური კადრების გაერთიანებით, სკოლა აგრძელებს ზრდას და სტუდენტებს სთავაზობს გარემოს, სადაც ინგლისურის სწავლა არის სასიამოვნო.