გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში.
„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. მას საფუძვლად უდევს დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა”, – წერს ბერბოკი.
Georgiens #EU-Kandidatenstatus ist eine historische Chance, die von zehntausenden Menschen auf den Straßen getragen wird. Ihr Fundament ist eine demokratische, lebendige und kritische Zivilgesellschaft. Es ist an der Regierung, den Weg in die Zukunft nicht mutwillig zu verbauen.
— Außenministerin Annalena Baerbock (@ABaerbock) May 1, 2024