ბერლინის ტექნო სცენა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

პუბლიკა

ბერლინის ელექტრონული მუსიკის სცენა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბერლინის კლუბების აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ლუც ლაიხსენრინგი მიიჩნევს, რომ იუნესკოს აღნიშვნა კლუბურ კულტურას აღიარებს როგორც ღირებულ სექტორს, რომელსაც დაცვა და მხარდაჭერა სჭირდება.

ბერლინი მსოფლიოში კლუბური კულტურითაა ცნობილი.

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია აერთიანებს მუსიკას, წარმოდგენებს, ანტიკურ ხელნაკეთებსა და მსოფლიო კულტურის სხვადასხვა წეს-ჩვეულებებს.