ბერნი სანდერსმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა

პუბლიკა

ბერნი სანდერსმა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლა შეწყვიტა. კამპანიის დასრულების შესახებ მან თავისი კამპანიის მონაწილეებთან ონლაინმიმართვის დროს განაცხადა. ინფორმაციას, CNN-ის მიხედვით, სანდერსის ოფისი ავრცელებს.

ბერნი სანდერსის ჩამოშორების შემდეგ „დემოკრატიული პარტიიდან“ ერთადერთი კანდიდატი ჯო ბაიდენი დარჩა და ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ის დაუპირისპირდება. ჯო ბაიდენი ობამას პერიოდში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო კანდიდატობის კამპანიის დასაწყისში რეიტინგში პირველი იყო. მან პირველ სამ შტატში გამართულ კოკუსებში ყველაზე მეტი დელეგატის გაყვანა შეძლო, თუმცა მოგვიანებით ლიდერობა ჯო ბაიდენმა მოიპოვა.