ბერთან ერთად ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

პუბლიკა

ზუგდიდში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ რომან მალანიას  10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას პროკურატურაში ამბობენ, ბრალდებულ ბერ გიგა ქავთარაძესთან დაკავშირებით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე ჯერ არ უმსჯელია.

რაც შეეხება ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას, შსს-ში ამბობენ, რომ მასზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ტიპი და ოდენობა.

ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას ბრალდებული ბერის ძმა ჰყვება:  „ჭითაწყალის ტერიტორიაზე დახვდა ჩანთას. აიღო თვითონ, წამოიღო, მასთან ერთად მეორე პირიც დააკავეს. იმ პიროვნებამ აიღო ეს საკუთარ თავზე, მაგრამ გუშინ მამაო გამოცხადდა პოლიციაში  და აღიარა, რომ ეს იყო თავისი… ეს ჩანთა არ ვიცი ვისთან მიჰქონდა“,  – აცხადებს ბრალდებულის ძმა.