საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები: ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, ვინაიდან წინასწარ პატიმრობაში ყოფნის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს იწურებოდა.
საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს გაგრძელდება.
2021 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 5 პირს გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და პოლიციელზე თავდასხმას ედავება.