ბევრად უფრო აქტიურ თავმჯდომარეს ვისურვებდი - მამულაშვილი მელიაზე

პუბლიკა

„ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი“,  – ასე უპასუხა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ხელახალი არჩევის შემთხვევაში დაუჭერდა თუ არა მხარს მოქმედ თავმჯდმარეს, ნიკა მელიას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მიხეილ სააკაშილის  პოლიტიკური პარტია, ბევრად უფრო აქტიურები ვიყოთ და საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ პოზიცია.

ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ხალხის მობილიზებას. თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ვცვალოთ.

ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლის სტრატეგია არის სუსტი და მოსახლეობაშიც არსებობს გაწბილება“, – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.