„ბევრი რამ არ მჯერა, ბევრი რამ შეუსაბამოა. თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი" - მეგრელიშვილი

პუბლიკა

პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ პარლამენტმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელი სიტუაცია აღძრავს კითხვებს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული არაა.

„ასეთი საზოგადოებრივი ინტერესია ამ ადამიანის მიმართ და რა მოხდება რომ ყოველ დილით გამოდიოდეს სანდო ექიმი და დეტალურად გვაძლევდეს ინფორმაციას – რამდენ კალორიას იღებს; რა მინერალები აქვს და როგორია მისი მდგომარეობა.

მე მოვითხოვე რომ ვიცოდეთ ამ ადამიანის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია დაიდოს – მართლა სანერვიულოა, თუ არ არის სანერვიულო? “ქართული ოცნება” ამბობს რომ ყველა პარამეტრი ნორმაშია და არაფერია სანერვიულო, მაშინ დაადასტურონ. „ქართული ოცნება“ აღძრავს ეჭვებს.“ – ამბობს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ბევრი რამე შეუსაბამოა და ჟურნალისტის კითხვას სჯერა თუ არა სააკაშვილის შიმშილობის უპასუხა:

„ადამიანი 47 დღეა, შიმშილობს. ჩვენ თვალწინ ჩვენი კოლეგა პარლამენტში შიმშილობს. რომ ვუყურებთ, გვეშინია, უფრო ცუდად არ გამოიყურებოდეს, რაღაც არ დაემართოს. აქ რომ 3-ჯერ მეტი ხანია, შიმშილობს, არაფერი განსაკუთრებული ამ პერიოდში არ მომხდარა და მთელი ეს დრო იძახდნენ, რომ დღეს თუ არა ხვალ შეიძლება, კატასტროფული შედეგი მოხდეს.“ – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა და ჟურნალისტის ჩაკითხვაზე: „არ გჯერა, რომ შიმშილობს ?“ უპასუხა – „ბევრი რამ არ მჯერა. ბევრი რამ შეუსაბამოა.“

ამ დროს მეგრელიშვილს კითხვა დაუსვა გადაცემის სტუმარმა გრიგოლ გეგელიამ: „ესე იგი, სანამ არ მოკვდება ეს კაცი, არ შიმშილობს. დაახლოებით ეს გამოდის ხო? ცოტა ვუტრირებ, მაგრამ ეს გამოდის?“ – მიმართა მეგრელიშვილს გეგელიამ.

„თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი. მაჩვენე, რამდენ კალორიას იღებს, მისი ანალიზები და ნიკა გვარამიას პროპაგანდით კი არ გადავწყვეტ, ჩემით გადავწყვეტ. 80 ადამიანი გვიკვდება ყოველდღე კოვიდით, 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, 84 ადამიანზე უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.