ბიბილოვის ცოლის ინიციატივით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსი ჯარისკაცებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

პუბლიკა

„2008 წელს რუსეთი დაგვეხმარა, ახლა ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი“ , – დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ცოლის, ლინდა ქუმარიტოვიას ინიციატივით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება იმ რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში რუსეთის ომში.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია. მათი ცნობით, ადგილობრივები საკვებთან და წყალთან ერთად, ოკუპანტ სამხედროებს ტანსაცმელს უგროვებენ.

ქუმარიტოვი ამბობს, რომ დახმარების პირველი ნაკადი მომდევნო კვირის ბოლოს გაიგზავნება. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებათ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს.