ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილი 28 აპრილის მონაცემებით Bloomber-ის მილიარდერთა სიაში, რომელშიც მსოფლიოდან 500 ყველაზე მდიდარი ადამიანია, აღარ იძებნება.

1 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Forbes-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ქონება $2.7 მილიარდამდე შემცირდა.

გასულ წელს, იმავე ინდექსით, ივანიშვილის ქონება $4.9 მილიარდად იყო შეფასებული.


2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ასევე, 15 იანვარს ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.