„ბიძინა ივანიშვილი და სხვები“ — 10 ადამიანს ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ

პუბლიკა

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილი, ასევე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილეები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაასანქცირა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის თანახმად, ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ შემდეგ პირებს:

  • ბიძინა ივანიშვილი;
  • ვახტანგ გომელაური – შს მინისტრი.
  • შალვა ბედოიძე – შს მინისტრის მოადგილე;
  • იოსებ ჭელიძე – შს მინისტრის მოადგილე;
  • ალექსანდრე დარახველიძე – შს მინისტრის მოადგილე;
  • იოსებ ბუთხუზი – შს მინისტრის მოადგილე;
  • ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  • მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის უფროსი;
  • თეიმურაზ კუპატაძე – კრიმინალური პოლიციის უფროსი;

გუშინ, 1 დეკემბერს ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ერთობლივად შეთანხმდნენ, დაუწესონ ეროვნული სანქციები მათ, „ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში”.