ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს შეხვდა

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მოინახულეს. ინფორმაციას ივანიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოც.

„ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია.  ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ  ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისმა უწმინდესობამ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე“, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.