ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია იმართება

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან არჩევნების მეორე ტურის დღეს აქცია იმართება. აქციაზე იმყოფებიან პარტია „ლელოს“ წევრებიც.

პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის საბა, ბუაძის განცხდებით, ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიტიკური სპექტრისგან დამოუკიდებლად დააორგანიზეს.

„ჩვენ 31 ოქტომბერს წაგვართვეს არჩევანის თავისუფლება და ზუსტად და ამ ფარსის მეორე რაუნდის დღეს ეს გვინდა შევახსენოთ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ერთადერთი საპროტესტო ლოკაცია, რომელიც პორლიტიკური სპექტრისგან დამოუკიდებლად, სამოქალაქო აქტივისტებმა დააორგანიზეს“, – განაცხადა საბა ბუაძემ „ტვ პირველთან“.


ოპოზიციაში არჩევნებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილებოდა, გამართავდნენ თუ არა ისინი არჩევნების დღეს საპროტესტო აქციებს ქვეყნის მასშტაბით. სხვადასხვა მოსაზრებების მიუხედავად, მათი განცხადებით, ისინი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს აქციებს არ გამართავენ.