სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ადგილზე ისმის შეძახილები „თავისუფლება მიშას!” “მიშა, მიშა!”.
აქციის მონაწილეები ბიზნესცენტრთან მიახლოებას ცდილობდნენ, რასაც მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. აქტივისტებს გვირაბის კედლებზე სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ არც ამის უფლება მისცა.
აქციის ორგანიზატორია ახალდაფუძნებული მოძრაობა – მიშას თავისუფლებისთვის.
მოძრაობის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. მოძრაობის შტაბი მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში დაფუძნდა.