ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის  საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. ინფორმაციას „ქართული ოცნება” ავრცელებს.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალრის ტიტული მიანიჭა. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 40 წელია, რაც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრის ტიტულის მინიჭებას ფრანგი მეცენატი, ფრანსუა პინო ულოცავს.”

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა…

Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on Wednesday, January 6, 2021

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების განმარტებითი ბარათის მიხედვით – „წელს ეს ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“.