ბინა, სადაც დედაჩემი ცხოვრობს, გაქურდეს – ანა დოლიძე

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ანა დოლიძის ინფორმაციით, გუშინ, ღამით, დედამისის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს.

„ბინა, სადაც დედაჩემი ცხოვრობს, გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში, გაუგებარია. ბინა რეესტრშიც და დეკლარაციაშიც ჩემ სახელზეა“.

შს სამინისტოს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ბინაში შეღწევის გზით ქურდობას გულისხმობს.