ბიუჯეტის შესრულებაში პრობლემები დაიწყო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

პუბლიკა
  1. „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 1 კვარტალი შესრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბიუჯეტის შესრულების კუთხით პრობლემები იქნება მე-2 კვარტალში – განაცხადა პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „საქმიან დილაში“ ჩართვისას.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მხრივ უკვე დაწყებულია პრობლემები „ეს ჩანს აპრილში და რეალურად პრობლემა უფრო გამწვავდება მაისში”.

„როგორც საგადასახადო შემოსავლების, ასევე საერთო შემოსავლების ნაწილში, გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა შევა რეცესიაში, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების პაკეტს პარლამენტში მაისში ელოდებიან.​