საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ვეღარ მოხდება.
„ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით დღეს საქართველო მსოფლიოში არის მეორე ადგილზე. იყო ერთი პერიოდი, როცა პირველ ადგილზეც ვიყავით.
300 მილიონი ხომ ჩამოვაკელით, მაგრამ კრიზიისი რომ არ ყოფილიყო, ვერ ჩამოვაჭრიდით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვეუბნება, რომ ამ ხარჯების შემდგომი შემცირება პირდაპირ პროპორციულია ბიუროკრატიის ხარისხის. ახლა პროცესი პირიქით უნდა წავიდეს.
შეიძლება ვიდავოთ რაოდენობაზე, ფიზიკურ რაოდენობაზე, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით საქართველო დღეს არის მეორე ადგილზე მსოფლიოში“, – თქვა გახარიამ ოპოზიციის კითხვაზე საპასუხოდ, რატომ არ შეამცირა საქართველომ ბიუროკრატიული ხარჯები 300 მილიონ ლარზე მეტით.