ბლინკენი: ეს არის რუსეთის მიერ ცივი ომის შემდგომი ევროპის უარყოფა, რომელიც ერთიანი და თავისუფალია

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სიტყვით გამოვა ბერლინში, გერმანიის მარშალის ფონდში.

ენტონი ბლინკენის გამოსვლის ტექსტს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის შეთავაზებით და ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთებით. ჯერჯერობით, ჩვენი მზაობა კეთილსინდისიერი ჩართულობისთვის უარყოფილია – რადგან, სინამდვილეში, ეს კრიზისი, პირველ რიგში, იარაღსა და სამხედრო ბაზებს არ ეხება. საუბარია უკრაინისა და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თვითგამორკვევაზე. და, სინამდვილეში, ეს არის რუსეთის მიერ ცივი ომის შემდგომი ევროპის უარყოფა, რომელიც ერთიანი და თავისუფალია.

რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და მის ოკუპაციას მოახდენს? რასაკვირველია, გაძლიერდება რუსეთის ძალისხმევა, რომ მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად აქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა და თავს დაესხას დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერ ნაპერწკალს.

როგორც კი სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპები უგულებელყოფილი იქნება, დაბრუნდება მსოფლიო, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად ჩამოყალიბებულ წესებს ძირი გამოეთხრება და შემდეგ გაქრება.

და ეს გარკვეულ მთავრობებს აგულიანებს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ მიიღონ ის რაც მათ სურთ – მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს სხვა ქვეყნის ინტერნეტის გათიშვას, ცივ ზამთარში გათბობისთვის საჭირო საწვავის შეწყვეტას ან ტანკების გაგზავნას – ყველა ეს ტაქტიკა რუსეთმა ბოლო წლებში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენა”. – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.