ბლინკენი რუსულ კანონზე: პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი.

ბლინკენს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს. კონკგრესმენ ბილ კიტინგის შეკითხვის საპასუხოდ მან განაცხადა:

„ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ასე რომ ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.