ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას $350 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას დამატებით 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის.

„დღეს, როცა უკრაინა მამაცურად და სიამაყით იბრძვის რუსეთის სასტიკი თავდასხმის წინააRმდეგ, მე პრეზიდენტის შუამდგომლობით უკრაინის თავდაცვისთვის მესამე, უპრეცედენტო პაკეტის გაცემის ნებართვა გავეცი“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელიც დასძენს, რომ ეს პაკეტი უკრაინას დაეხმარება, გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ახლა დგას.

„ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ შეერთებული შტატები დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელიც იცავს თავის სუვერენულ, მამაც და ამაყ ერს“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.