ბლინკენმა ლავროვს მოუწოდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გაიყვანოს - Reuters

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც Reuters სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ბლინკენმა ლავროვს მოუწოდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გაიყვანოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შესახებ ინფორმაცია მოგვინებით ანტონი ბლინკენმა twitter-ზე დაადასტურა.

„მდივანმა მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ და ჯარებისა და ტექნიკის გაყვანისკენ უკრაინის საზღვრებიდან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში შემდგომ შეჭრას სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება და რუსეთს დიპლომატიური გზის გატარებისკენ მოუწოდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.