ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში ჰყავთ ორი ახალი პაციენტი, რომელთაგან ერთი 13 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა სტაბილურია, ვირუსი მას ოჯახის წევრისგან გადაედო.
რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს, სოლოღაშვილის თქმით, მათგან ორის მდგომარეობაა მძიმე. „სულ დადასტურებული არის 11. ამ 11-დან 1 პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ამ წუთებში ეწერება. დადასტურებული დიაგნოზით 10 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთის მეტ-ნაკლებად საყურადღებო, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია. სასწრაფო დახმარების ექიმი ჩვენთან არ დაფიქსირებულა“, – თქვა მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან.
სოლოღაშვილის თქმით, დამატებით ორ პაციენტზე ელოდებიან დადასტურებას და იმედოვნებენ, რომ ისინიც მალე გაეწერებიან საავადმყოფოდან. ვირუსით შესაძლო ინფიცირების კვლევას დღეს კიდევ 4 პაციენტს ჩაუტარებენ.