აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მოთავსებულია 59 ადამიანი, მათგან ოთხია ახალდამატებული.
მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, 2 მათგანი თეთრიწყაროდანაა, 2 კი – თბილისის უკვე ცნობილი კლასტერებიდან. მათ შორის არიან დედა, რომელიც აქამდე მკურნალობდა კორონავირუსზე და შვილი, რომლის დადასტურების შემდეგ ერთად მოათავსეს ბოჭორიშვილის კლინიკაში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდ – ს 18 წლამდე ასაკის მოზარდი. ამჟამად კლინიკაში 10 მოზარდი მკურნალობს. მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, 3 ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფიდან ერთი პაციენტი არის მძიმე, 11 რჩება საყურადღებო.
stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, 29 აპრილის 10:30-ზე:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 517
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 168
- მათ შორის გარდაცვლილი – 6
- კარანტინის რეჟიმში – 5153
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3