ბოდბეში ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 18-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  კახეთში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1995 წელს დაბადებული მ.ა. ს თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ამბობენ შსს-ში.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.