„ბოდიში ლუკას, რომ ვერ დავიცავით სისტემისგან" - მოქალაქეები იაშვილის კლინიკასთან შეიკრიბნენ

პუბლიკა

იაშვილის კლინიკასთან მოქალაქეები, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები ყვალილებითა და სანთლებით მივიდნენ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 20 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა.

„საერთოდ არაფერს აზრი არ აქვს. არაფერს აზრი არ აქვს, როდესაც 15 წლის ბიჭი იძულებული ხდება, რომ ფანჯრიდან გადმოხტეს. არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ მივუსამძიმრო ოჯახს, მივუმსაძიმრო ეს მძიმე ტრაგედია მთელს ქვეყანას, და 15 წლის ლუკას ვუთხრა ბოდიში, რომ ვერ დავიცავით სისტემისგან, რომელიც ისევ კლავს”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა, მოძრაობა „სიცხვილიას” აქტივისტმა.


15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.