პარლამენტის დეპუტატების ნაწილს, ბოიკოტის მიუხედავად, ხელფასი ჩაერიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ პარალმენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. აქვე განმარტეს, რომ 11 დეკემბრიდან ცნო პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილება და აღნიშნული ხელფასი სწორედ ამ დროიდან ითვლება.
ხელფასის ჩარიცხვას ადასტურებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სადაც „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ხელფასი ჩაერიცხა მათ, ვინც წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და მათი რეკვიზიტები პარლამენტს ჰქონდა, ხოლო ვისი რეკვიზიტებიც არ ჰქონდათ, მათ მიიღეს წერილი რეკვიზიტების მოთხოვნის შესახებ, რომელიც არ გადაუგზავნიათ.
ხელფასის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩარიცხული ხელფასი ხაზინის ანგარიშზე უკან გადარიცხა.