ბოკერია: ფედერალისტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ

პუბლიკა

გიგა ბოკერიამ, პარტია „ფედერალისტების“ სახელით განცხადებას ავრცელებს.

ბოკერიას თქმით, ახალდაფუძნებული პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესაძლებლობა ტექნიკურადაც არ ჰქონდათ.

პარტია ამომრჩეველს მოუწოდებს, „მივიდნენ არჩევნებზე ხმა მისცენ:

1. ივანიშვილის რეჟიმისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ.

2. ოპოზიციის შიგნით პროდასავლურ ძალას, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები.

3. და რომელიც სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება. ამასთან, ჩვენი გუნდი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აპირებს თავისი ენერგიისა და რესურსის მიმართვას მოქალაქეების მოტივირებასა და მობილიზებაში, ისევე როგორც არჩევნებზე ხმების დაცვის პროცესში.

იხილეთ, განცხადება სრულად ბმულზე.