შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლნისის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1946 წელს დაბადებული ა.ვ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს – 1950 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა“, – წერია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.