ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. „პუბლიკას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს, რომ ახალი 15 შემთხვევა მათი მუნიციპალიტეტიდანაა.

ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსის 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 49 გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 12 ადამიანიდან, სამი ბოლნისიდანაა.

მთელი საქართველოს განახლებული  მონაცემები კი, ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 667;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 383;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12;
  • კარანტინის რეჟიმში – 4233;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.