ბოლნისში მანქანის შეჯახების შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა — დაკავებულია მძღოლი

პუბლიკა

8 იანვარს ბოლნისში მანქანა ქვეითებს დაეჯახა.

შედეგად, დაიღუპა 2 ბავშვი. შსს-ის ცნობით, დაშავდა მათთან ერთად მყოფი ქალი.

ასევე, მანქანაში მყოფი 2 პირი.

„პუბლიკის” ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც ბავშვებს დაეჯახა, დაკავებულია.